четверг, 31 января 2019 г.


საწრეო მუშაობა

საგანი:  ბუნება
       2018-2019 სასწავლო წლის მე - 2 სემესტრში შეიქმნა ბუნების წრე  ,,ცოცხალი ორგანიზმები ჩვენს გარშემო“. წრეში გაერთიანებულია დაწყებითი საფეხურის მე-კლასის  მოსწავლეები:
  1. ქრისტინა ვიბლიანი
  2. ნიკოლოზ დევდარიანი
  3. ელენე ფიჩხულაშვილი
  4. მარიამ აბულაშვილი
  5. მარია ჩხვიმიანი
  6. ანა ოძელაშვილი
  7. ნათია გულდამაშვილი
  8. ნინო ბახუტაშვილი
  9. ანი ონიანი
  10. ნათია ლობჯანიძე

  წრის  ხელმძღვანელი:  ანა გულდამაშვილი
        მიზანი:  მოსწავლემ  შეძლოს სიცოცხლის ძირითადი ნიშნების ამოცნობა.
    მოსწავლემ შეძლოს ცოცხალი სხეულების აღწერა ნიშან- თვისებების მიხედვით. 
  მოსწავლემ შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
მოსწავლემ შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების  დემონსტრირება.

აქტუალურობა:  მოსწავლეები გაეცნობიან ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელ მსგავს და განსხვავებულ ნიშან თვისებებს, გაეცნობიან მათ საარსებო გარემოს.
თემატიკა:  ცოცხალი ორგანიზმები; მცენარეები; ცხოველები; ფრინველები; წყლის ბინადრები.  
შესაბამისობა  ესგ-გათვალისწინებულ  შედეგებთან:
ბუნ.I.3.
·         აღწერს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ცხოველს სხეულის ნაწილების (მაგ., თავი, კიდურები, კუდი, ყურები,  ნისკარტი, ფრთები, ხორთუმი) მიხედვით;
·      ამოიცნობს და ასახელებს ნაცნობი მცენარეების ძირითად ნაწილებს (მაგ., ღერო, ფოთოლი, ფესვი, ყვავილი, ნაყოფი);

·  მსჯელობს ადამიანისთვის ცხოველებისა და მცენარეების მნიშვნელობაზე (მაგ., მცენარეების სხვადასხვა ნაწილის გამოყენება საკვებად, საშენ მასალად, გარემოს გასალამაზებლად; ცხოველებისა და ადამიანების მეგობრობა; საკვები პროდუქტები, რომლებსაც გვაძლევენ ცხოველები);
·  აყალიბებს კითხვას სხვადასხვა გარემოში მობინადრე მცენარეების/ცხოველების შესადარებლად.
ეძებს პასუხებს: აკვირდება და ადარებს საკლასო ოთახში, სკოლის ეზოში, ლოკალურ გარემოში მზარდ სხვადასხვა მცენარეს (მაგ., ფოთლებ ფორმის ან ზომის მიხედვით, ღეროებ ფორმის, სისქის ან სიგრძის მიხედვით, ყვავილებ ფერის ან ზომის მიხედვით) ან/და ცხოველს (მაგ., ჭიაყელა, ლოკოკინა, პეპელა, ჭიამაია); გადმოსცემს დაკვირვების შედეგებს სხვადასხვა ფორმით (ზეპირი მეტყველებით, ნახატით, კოლაჟით, ფოტოების საშუალებით).

ბუნ.II.2.  ჩამოთვლის ცოცხალი სხეულების დამახასიათებელ ნიშნებს;

ირჩევს ცხოველს, აკვირდება და აგროვებს ინფორმაციას როგორ მოძრაობს, იკვებება
სუნთქავს, იზრდება, ვითარდება და მრავლდება.
·         ადარებს ერთმანეთს ზრდასრულ ცხოველებს და მათ ნაშიერებს, აღწერს ზრდა-განვითარების პროცესში მომხდარ (მაგ., ზომის, ფერის, საფარველის) ცვლილებებს;
·     ამოიცნობს ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს და მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ (ესვი - წყლის შეწოვა, ღერო  - წყლისა და საკვების გატარება, ფოთოლი - საკვების წარმოქმნა, ყვავილი - თესლისა და ნაყოფის წარმოქმნა გასამრავლებლად);
ბუნ.III.3.  მოსწავლემ უნდა შეძლოს  ძუძუმწოვრების  ზოგადი დახასიათება.

·         იკვლევს/აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში გავრცელებული ძუძუმწოვარი ცხოველების შესახებ
  • აკვირდება და აღწერს ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., სხეულის ფორმა, საფარველი, კიდურები, კბილები) და უკავშირებს მათი ცხოვრების ნირს და საარსებო გარემოს (მაგ.,  ხმელეთი, წყალი, ჰაერი, ქვიშიანი უდაბნო, მთა) თავისებურებებს;
  • აღწერს ცხოველთა ქცევას (მაგ., მიგრაცია, ჯოგებად გაერთიანება, შთამომავლობაზე ზრუნვა, ზამთრის ძილი) და განმარტავს მის მნიშვნელობას გარემოსთან შეგუებაში;
  • მოიძიებს ინფორმაციას საქართველოს ბუნებაში გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვარი ცხოველების მრავალფეროვნების შესახებ და მსჯელობს მათი შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
·          

მოსალოდნელი შედეგი:  მოსწავლეები გაეცნობიან ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, გააცნობიერებენ მათ როლს ბუნებაში.
წრის  მუშაობაში  ჩართული  პირები:  მოსწავლეთა  მშობლები, დაწყებითი განათლების  მასწავლებელი და  მოსწავლეები.
მოსწავლეთა  ასაკი:  8-9 წლის
დრო: წრის  მუშაობა  განხორციელდება 2018 -2019  სასწავლო წლის II სემესტრი,  კვირაში  ერთხელ,  ოთხშაბათს, 13:00  საათიდან  13:40 საათამდე 
რესურსი:
1. „ბუნებისმეტყველება“  II – III კლასი. მანანა ვარდიაშვილი, გიორგი გედენიძე
2. კომპიუტერი. ბუკები.
3. საბავშვო ენციკლოპედიები.
4. დიდი ფორმატები. ფანქრები, წებო,ბუნებრივი მასალა.


წრის  მეცადინეობის  გეგმა
III კლასი
2018-2019 სასწავლო  წელი,  II სემესტრი, 
მეცადინეობა  ჩატარდება  კვირაში  ერთხელ პარასკევობით
N
თარიღი
თემის  დასახელება
საათების  რაოდენობა
II სემესტრი, 
1
6.02.2019
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა;
ქცევის წესების შემუშავება;
1
13.02.2019
ცოხალი ორგანიზმების ზოგადი დახასითება.
1
3
20.02.2019
მცენარეთა მრავალფეროვანი სამყარო
1
4
27.02.2019
მცენარეთა საარსებო გარემო
1
5
6.03.2019
მცენარეთა გამრავლება
1
6
20.03.2019
წყალქვეშა სამყარო
1
7
27.03.2019
წყლის ბინადართა საარსებო გარემო
1
8
3.04.2019
როგორ იკვებებიან წყალქვეშა სამყაროში?
1
9
10.04.2018
ცხოველთა სამეფო
1
10
17.04.2019
შინაური ცხოველები
1
11
24.10.2019
გარეული ცხოველები
1
12
1.05.2019
ცხოველთა ნაშიერები
1
13
8.05.2019
ქვეწარმავლები
1
14
15.05.2019
რატომ უნდა მოვერიდოთ ქვეწარმავლებს?
1
15
22.05.2019
ფრთოსანთა მრავალფეროვნება
1
16
29.05.2019
ფრინველების საარსებო გარემო
1
17
5.06.2019
ფრინველების ზრდა, განვითარება, გამრავლება
1
18
12.06.2019
კედლის გაზეთის შექმნა ტემაზე ,,ცოცხალი ორგანიზმები ჩვენს გარშემო“
1


წრის  ხელმძღვანელი - ანა გულდამაშვილი
2018-19  სასწავლო წელი



2019 წლის 6 თებერვალს ეიკრიბნენე წრის წევრები. გავაცანი წრის მეცადინეობის გეგმა, მიზნები და ამოცანები, შეხვედრის გრაფიკი. შევიმუშავეთ ქცევის წესები.




2019 წლის 13 თებერვალს შედგა წრის მეორე შეხვედრა. მოსწავლეებმა გაიხსენეს თუ რა არის ორგანიზმი. გაიხსენეს ცოცხალი ორგანიზმების ზოგადი დახასიათება, ისაუბრეს ცოცხალ ორგანიზმთა მსგავსება -  განსხვავებაზე, მათ საარსებო გარემოზე. ცოცხალი ორგანიზმების მნიშვნელობაზე.




2019 წლის 20 თებერვალს შედგა წრის მესამე  შეხვედრა. გავეცანით მცენარეთა მრვალაფეროვან სამყაროს. ვისაუბრეთ მცენარეთა აგებულებაზე, მცენარის თითოეული ორგანის დანიშნულებაზე, გავეცანით უჩვეულო მცენარეებს (რაფლეზია, ვენერას ბუზიჭერია).